რეზონანსი
14.04.2025

მე არ გადავმდგარვარ მელიას გამო, მე გადავდექი იმის გამო რომ ადამიანმა, რომელმაც 1 თვით ადრე თქვა, რომ პოლიტიკიდან მიდიოდა, პროცესის მართვაში ჩაერთო - განაცხადა გიორგი გახარიამ წულუკიანის კომისიის სხდომაზე და ივანიშვილის გვარი დაასახელა: 

"იმ ღამეს დაიწყო საპოლიციო ძალების მომზადება და რაღაც მომენტში მე გამიჩნდა აზრი, ომ დავიწყოთ საუბარი, იქნე  დღეს კი არ დავაკავოთ გამთენიისას, დავაკავოთ ხვალ საღამოს, ან ზეგ საღამოს. დღეებზე იყო აქ საუბარი. იქ დაპირება იყო გაცემული, რომ დასაკავებელია და ამ დაპირებას მე ყოველთვის ვასრულებდი და შევასრულებდი. საუბარი იყო დღეებზე. ამის შემდეგ, ვუკავშირდები პოლიტსაბჭოს ყველა წევრს, ვუკავშირდები მთავრობის ყველა წევრს და ვეუბნები, რომ მეგობრებო დილით ადრე, 8 საათი შემოგთავაზეთ თუ არ ვცდები, პოლიტსაბჭოს სხდომა ხომ არ მოვაწყოთ , რომ   როგორ გავაკეთოთ, იმიტომ, რომ რეალურად, დავინახე სერიოზული შეჯახების რისკი არსებობდა. ამასობაში მე ჩემი კაბინეტის წევრებთან - შს მინისტრთან, სუს-თან, ყველასთან კავშირზე ვარ, ინფორმაციები მომდის. ამ მიწერილზე ქალბატონმა თეამ, მე ეს ტექსტები მახსოვს- როდესაც თქვენ ამბობდით , რომ დღეს, ამ პირობებში, ამ გარემოში ამ შტერი ელიას დაკავებას აზრი არ აქვს , ამიტომ ჯობია ეს გადავავადოთ, რამდენი ხანიც საჭიროა, რომ დაწყნარდეს სიტუაცია . ვციტირებ, თქვენ მოიწერეთ ეს- თუ საჭიროა ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისს პენიტენციური დაწესებულების ნომერი მივანიჭოთ...ამის შემდეგ ბევრი, პოლიტსაბჭოს და მთავრობის წევრებიც, მე არ ვიტყვი ახლა უმრავლესობას , მაგრამ ძალიან ბევრი იყო ცემს აზრზე. მერ უცებ ს ხალხი ყველა გაქრა. ეს იყო ის უხილავი კაცის ხელი  . ამის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ შს მინისტრი რომელიც მთავრობის ხელმძღვანელს უნდა ექვემდებარებოდეს , რომელსაც ვესაუბრებოდი და ვეკითხებოდი - აბა გდდ-ის ძალებში რა ხდება? უბრალოდ სიმართლეს ვერ მეუბნებოდა . მარტივი რამ მოხდა - პროცესი სამართავად , მე არ ვიცი კონკრეტულად თქვენთან თუ სხვა ყველასთან , შემოვიდა ივანიშვილი, რომელმაც ეს პროცესი თავიდან ბოლომდე წაიღო თავის თავზე და დაიწყო ამ პროცესის მართვა. მე ეს ფაქტებით ვიცი და ჩემი გადადგომა იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ მელია არ უნდა დაგვეკავებინა, ჩემი გადადგომა გამოწვეული იყო იმით, რომ არც თქვენ, არც საქართველოს მოქალაქეებს პრემიერი და მინისტრები, რომელსაც უმართავს ადამიანი რომელმაც 1 თვის წინ თქვა, რომ პოლიტიკიდან მივდივარ, ასეთი პრემიერი არავის აღარ სჭირდებოდა. " განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×