
6 წლის შემდეგ გამხელილი ამბავი - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ მისი უწყებას, ისევე როგორც სუსი-ის მაშინდელ ხელმძღვანელობას გავრილოვის და მისი დელეგაციის საქართველოში შემოშვება არ უნდოდა, მაგრამ გახარიას თქმით, ირაკლი კობახიძის მოთხოვნით, რუსებს საზღვრის კვეთის უფლება მისცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მოვიდა ინფორმაცია, სია ადამიანებზე, რუსეთის მოქალაქეებზე, რომლთა შემოსვლაც იყო დაგეგმილი, მაშინ ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისევე, როგორც სუსმა კატეგორიული უარი განვაცხადეთ ამ ხალხის შემოსვლაზე, იყო დაახლოებით 10 თუ 12 კაცი. ბევრად უფრო გრაციოზული გვარები იყო ვიდრე გავრილოვი - ისინი "დაბრაკულები", იყვნენ - მათ ნაწილს კანონი ჰქონდათ დარღვეული, ამ ვაჟბატონს (გავრილოვს) კანონი დარღვეული არ ჰქონდა, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო გარკვეული პოლიტიკური მიზანშეწონილიდან გამომდინარე ეს კაცი არ შემოგვეშვა.
ჩვენ ვთქვით, რომ ამ კაცს არ ვუშვებთ და ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები, კატეგორიულად ამ ხალხის შემოშვებაზე განვაცხადეთ უარი, ამის შემდგომ იმდენად დეტალებში ვიყავით შესული ამ საკითხში, იმიტომ რომ მართლა სერიოზული რისკი იყო. მაშინ პარლამენტის ხელმძღვანელობამ კონკრეტულად აიღო პასუხისმგებლობა ამ კაცის შემოშვებაზე და ეს პარლამენტის ხელმძღვანელობა იყო - კობახიძე.
მე ვსვამდი ღვინოს გავრილოვთან ერთად კაცო? ამის შემდგომ იქამდე იყო შეთანხმება, რომ ამ ღონისძიების, რომელიც იყო საერთაშორისო ღონისძიება და საერთაშორისო ღონისძიება რომ იყო მაგით დაიწყეს შანტაჟი, საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა ქვეყანაო და გინდა თუ არა უნდა შემოვიყვანოთო"- თქვა მან.