რეზონანსი
26.03.2025

ზურაბიშვილს ერთადერთი მოვუწოდოთ, ლატვიაში გაარკვიოს, როგორ მიაღწია ლატვიამ რუსული არყის გაყიდვებში ხუთეულში მოხვედრას - მოიკითხოს, შეიძლება 1-2 ბოთლი არაყიც აჩუქონ , - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლატვიაში ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი მტკიცებით, ბალტიის და სხვა ქვეყნებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ისინი "იბრძვიან იმისთვის, რომ სხვა ქვეყანაში ომის ხარჯზე თვითონ მშვიდობა შეინარჩუნონ".

"ზურაბიშვილს ერთადერთი მოვუწოდოთ, ლატვიაში გაარკვიოს, როგორ მიაღწია ლატვიამ რუსული არყის გაყიდვებში ხუთეულში შესვლას. მოიკითხოს, შეიძლება 1-2 ბოთლი არაყიც აჩუქონ. საერთაშორისო შეფასებებში, ლატვია რუსეთთან ურთიერთობაში და ვაჭრობაში, რუსული არყის ყიდვაში ხუთეულში მოხვდა მსოფლიოში და ჩვენ გვეუბნება, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ და არა თუ ვაჭრობა არ გვქონდეს, სამხედრო კონფლიქტში შევიდეთ. ეს იქნება ზურაბიშვილის მხრიდან ჩატარებული დიდი მისია. ბალტიის ქვეყნები რომ იბრძვიან იმისთვის, რომ სხვა ქვეყანაში ომის ხარჯზე თვითონ მშვიდობა შეინარჩუნონ, ოფიციალურად განაცხადეს," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×