რეზონანსი
26.03.2025

პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე ექსპრემიერი ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვა მიმდინარეობს. კომისიის თავმჯდომარემ თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ნო­ღა­ი­დელს ჰკი­თხა, თუ ჰქონ­და მა­შინ­დელ პრე­ზი­დენ­ტთან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა, რა­ზეც ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა თქვა, რომ ხში­რად ჩხუ­ბობ­დნენ.

ასე­ვე, ნო­ღა­ი­დე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ზე, რომ 2006 წელს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი თა­ვი­დან აცი­ლე­ბა მო­ხერ­ხდა, წუ­ლუ­კი­ან­მა მას ჰკი­თხა, რო­გორ მო­ხერ­ხდა ეს, ნო­ღა­ი­დელ­მა უპა­სუ­ხა:

"ჩხუ­ბით, პრე­ზი­დენ­ტთან. ხელ­ჩარ­თულ ბრძო­ლა­ში კი არ გა­დავ­სულ­ვართ, მაგ­რამ მისი დარ­წმუ­ნე­ბით მოხ­და“, - აღ­ნიშ­ნა ნო­ღა­ი­დელ­მა.

კი­დევ ერთ კი­თხვა­ზე, ხომ არ ჩა­ე­რივ­ნენ ამ სა­კი­თხში პარტნი­ო­რე­ბიც, ნო­ღა­ი­დე­ლი ამ­ბობს, რომ ეს ზუს­ტად არ ახ­სოვს: "ვერ იქ­ნე­ბო­და მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბა, სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ კომ­პლექ­სუ­რი სა­უბ­რე­ბის შე­დე­გი იყო“.

"კონ­ფლიქ­ტი და ჩხუ­ბი გვქონ­და ბევ­რი, ბევ­რჯერ და ხში­რად. უშუ­ა­ლოდ მაგ სა­კი­თხებ­ზე [თავ­დაც­ვის] არა მხო­ლოდ, ძი­რი­თა­დად ფი­ნან­სებ­ზე, მაგ­რამ პა­რა­ლე­ლუ­რად მაგ სა­კი­თხებ­ზე. შე­იძ­ლე­ბა უშუ­ა­ლოდ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონს არ შე­ე­ხე­ბა, მაგ­რამ ასე­თი სა­კი­თხი ბევ­რი იყო. მათ შო­რის, ცხა­დია კა­მა­თი გვქონ­და ამ სა­კი­თხზე [ოქ­რუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა], რაც ცოტა ხნის წინ მო­იყ­ვა­ნეთ, რაც კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლი და არა­სა­ჭი­რო იყო, მაგ­რამ სხვა ბევ­რად უფრო ღრმა სა­კი­თხე­ბი იყო, რო­მე­ლი ერთი მა­გა­ლი­თი მო­გიყ­ვა­ნოთ, არ ვიცი. 2006 წელს, ზუს­ტად ოქ­რუ­აშ­ვი­ლის გა­დად­გო­მას მოჰ­ყვა კონ­ფლიქ­ტი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში, რო­დე­საც ვი­ყა­ვით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ზღვარ­ზე, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბაც მო­ხერ­ხდა“, - გა­ნა­ცხა­და ნო­ღა­ი­დელ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×