რეზონანსი
26.03.2025

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ეროვნულმა ასამბლეამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი მეორე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა.

"კანონპროექტს მხარი 64-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 დეპუტატმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, გადაწყვეტილება მიღებულია", - განაცხადა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა.

სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი ქვეყნის მთავრობამ 2024 წლის 9 იანვარს დაამტკიცა, რის შემდეგაც კანონპროექტი პარლამენტს გადაეგზავნა. სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი პირველი მოსმენით გასულ თვეში მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×