რეზონანსი
26.03.2025

კონფლიქტოლოგმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი არჩევნები არის დემოკრატიული გამოცდა და ოპოზიციის მიერ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ანტისახელმწიფოებრივი იქნება.

„საჭიროა მეტი პროტესტი. კარგი, თუ ადამიანებს არ სჯერა ოპოზიციის და მიაჩნია, რომ ადგილობრივ არჩევნებში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა - კი ბატონო. მე ამას არ ვეთანხმები, მაგრამ მე ერთი ვარ, მარტო ვარ და უმცირესობაში ვარ უკეთეს შემთხვევაში. ცალსახად, ეს იქნება კატასტროფა, ეს იქნება ანტისახელმწიფოებრივი. 

საქმე ისაა, რომ ნებისმიერი არჩევნები არის დემოკრატიული გამოცდა, შენ თუ არჩევნებზე უარს ამბობ და აქეთკენ მიდის „ქართული ოცნება“, მას უნდა, რომ ოპოზიციის გარეშე ჩაატაროს არჩევნები, აქ გაყალბებაც არ დაჭირდება ისე მიითვისებს ხელისუფლებას, აკრძალავს ნაციონალურ მოძრაობას“, სხვები გამოაცხადებენ ბოიკოტს. ეს არის ნამდვილი „ქართული ოცნების“ ქართული ოცნება, რეალური, რომ ოპოზიციამ არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×