რეზონანსი
25.03.2025

საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანია Air Serbia-ს შემოსვლა დასტურია, რომ საქართველო მიმდინარე წელს მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებაა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

ქვრივიშვილის შეფასებით, ქვეყნის ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლა დადებითი დინამიკის მაჩვენებელი.

„Air Serbia-ს გადაწყვეტილება, რომ წელსვე, ივნისის თვიდან დაიწყოს ოპერირება, რა თქმა უნდა, ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე ტურისტული სეზონი განსაკუთრებით წარმატებული იქნება. ეს არის სრულიად ახალი მიმართულება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის და ავიაციის სექტორებისთვის, რაც ნიშნავს, რომ კიდევ ერთი, ახალი ქვეყნიდან შევძლებთ დამატებითი ტურისტული ნაკადების მოზიდვას, ამას კი ხელს შეუწყობს პირდაპირი ფრენების არსებობა. რა თქმა უნდა, სერბეთიდან პირდაპირი ფრენები ერთი მხრივ იქნება დამატებითი სტიმული ტურიზმის სექტორის და ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაციისთვის და მეორე მხრივ, გააძლიერებს ტურიზმის სექტორში ჩართულ ქართველ მეწარმეებს, რაც დადებითად აისახება ინდუსტრიის და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე", - განაცხადა ქვრივიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×