რეზონანსი
24.03.2025

საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში სერბეთთან, ბულგარეთთან, ლატვიასთან და რუმინეთთან ერთად მოხვდა. ცხოვრების დონის ხანგრძლივი გაუმჯობესებით, ქვეყნის პროგრესი ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა, გაეროს ქსელთან და კვლევითი ორგანიზაცია "გელაპთან" პარტნიორობით შეაფასა. მსოფლიო ბედნიერების 2025 წლის ანგარიში საჯარო დღეს გახდა.

კვლევის ფარგლებში, ცხოვრების დონის გაუმჯობესება, მსოფლიოს 147 სახელმწიფოსა და ტერიტორიაზე შეფასდა. მკვლევრებმა პროგრესის დასადგენად, 2005-2010 წლების მსოფლიო გამოკითხვის შედეგები, 2022-2024 წლების ანალოგიურ კვლევებს შეადარეს და საუკეთესო ხუთეულიც გამოავლინეს.

საფინანსო სექტორში აქცენტები თავისუფლებისა და კორუფციის აღქმის ინდექსებზეც გაკეთდა, რომლის მიხედვითაც საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა. მსოფლიო ბედნიერების ინდექსის ზოგად რეიტინგში კი 91-ე ადგილი დაიკავა. ანალიტიკოსების განცხადებით, საერთაშორისო წარმატება საქართველოს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებს.

კეთილდღეობის კვლევის ცენტრის მონაცემებითვე, 2012 წლის შემდეგ, ბედნიერების ინდექსის გაუმჯობესების მიხედვით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში, მერვე პოზიციას იკავებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×