რეზონანსი
24.03.2025

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, ჩვენ ბევრ საკითხთან დაკავშირებით ვთანხმდებით, მთავარი ამოცანაა, ავამაღლოთ ორმხრივი ურთიერთობები საქართველოს და სერბეთს შორის, – ამის შესახებ სერბეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინა რაგუშიმ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც რაგუშიმ განაცხადა, საქართველოსა და სერბეთს შორის კარგი თანამშრომლობა არსებობს, განსაკუთრებით საგარეო მიმართულებით.

„ჩვენ გვაქვს საერთო საფუძველი, რამდენადაც ჩვენ მივყვებით გაეროს ქარტიას. ესაა: ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებელი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი სივრცე თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით საგარეო საკითხებში. ჩვენ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ განსხვავებულ საერთაშორისო დონეებზე. ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობელი ვართ საქართველოსი ე.წ. კოსოვოს თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობის არაღიარებისთვის. ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით საქართველოს გაერო-ს სესიის დროს სრებრენიცას საკითხზე რეზოლუციის მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან თანამშრომლობისთვის არაერთ ძალიან მნიშვნელოვან ფორუმზე. ასე რომ, ეს არის პირველი ნაბიჯი ამ მანდატის ფარგლებში და შემდეგი ნაბიჯებიც იქნება არამხოლოდ საგარეო საქმეთა კომიტეტში, ასევე სხვა კომიტეტებშიც, მაგალითად გაციფრულების, შემოქმედებითი ინდუსტრიის, ეკონომიკის და სხვა მიმართულებებით“, – განაცხადა მარინა რაგუშიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×