რეზონანსი
24.03.2025

საქართველო ევროკავშირის ორმაგი სტანდარტების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, რადგან ქვეყანას ჰყავს პატრიოტული, კონსერვატიული, მშვიდობის მომხრე მთავრობა, ამიტომ ბრიუსელი მას ყველა გზით ავიწროებს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აშშ-ის ახალი პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკამ სასოწარკვეთაში ჩააგდო ბრიუსელის პოლიტიკური ელიტა და უკანასკნელი შეტევით სურთ, რთულ მდგომარეობაში ჩააყენონ პატრიოტული მთავრობები ევროპასა და ევროპის გარშემო.

"ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას: ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ არ დავუშვებთ უკანონო მიგრანტებს და დავიცავთ ჩვენს შვილებს", – წერს სიიარტო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×