რეზონანსი
24.03.2025

ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი სოციალურ ქსელში გუშინ სტადიონზე მომხდარ ინციდენტზე წერს:

"მოკლედ, გამანადგურებელი მარცხის შემდეგ სომეხმა გულშემატკივარმა თავის გუნდს დაუწყო ყვირილი — მელიბეგან ჰერაცი — ანუ მელიბეგან წადიო. მელიბეგანი ყოფილა მაგათი ფედერაციის პრეზიდენტი თუ ვიღაცა. ამ დროს შეშლილ ქართველებს ესმით ეს მელიბეგან ჰერაცი (რომელსაც რამდენიმე წუთი გაუჩერებლად ყვირის სომეხი გულშემატკივარი) როგორც თქვენი დედა შე***ი. 

ხალხმა დადო თავიდან აქ ვიდეოები, სადაც ისმის მელიბეგან ჰერაცი და ამათ მართლა ესმოდათ თქვენი დედას შე****ი. ჰოდა, ამ ვიდეოს ავტორები სერიოზულად წერდნენ, ნახეთ დედას გვაგინებდნენო ჰოდა, თქვენ ვისი დედას შე*****ო და მივარდნენ სომხურ ტრიბუნას", - წერს ქართველი გუმშემატკივარი დათო სამნიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×