რეზონანსი
24.03.2025

ოკუპირებული დონეცკის რეგიონის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს, ნადიმ ხმალაძეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების მტკიცებით, ხმალაძემ უკრაინაში სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირებების შემადგენლობაში, მონაწილეობა მიიღო უკრაინის ქალაქ ირპენში, ბუჩას რაიონის ქალაქ გოსტომელში, ბუჩას ოლქში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში.

მათივე მტკიცებით, გამოძიების თანახმად, ხმალაძემ, „როგორც დაქირავებულმა მებრძოლმა, მიიღო ანაზღაურება 745 000 რუსული რუბლის ოდენობით“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×