რეზონანსი
23.03.2025

საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა ტექნიკურ საკითხებს ეთმობა.

"დავიწყეთ შეხვედრა ამერიკის გუნდთან რიადში. ვასრულებთ უკრაინის პრეზიდენტის დირექტივას სამართლიან მშვიდობასთან დაახლოებისა და უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ. დღის წესრიგში დგას წინადადებები ენერგეტიკული ობიექტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის თაობაზე. დღეს ვმუშაობთ უამრავ რთულ ტექნიკურ საკითხზე - ჩვენს დელეგაციაში შედიან ენერგეტიკის ექსპერტები, ასევე სამხედრო წარმომადგენლები საზღვაო და საჰაერო კომპონენტებიდან", - წერს თავდაცვის მინისტრი X-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×