რეზონანსი
23.03.2025

უკრაინელებმა, ლუგანსკის ოლქში, ლიმანის მიმართულებით ნადიას დასახლებული პუნქტის კონტროლი აღადგინეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მტრისგან გათავისუფლებული ტერიტორიების საერთო ფართობი სამი კვადრატული კილომეტრია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 ცალკეული ბრიგადის ცნობით, დასახლებული პუნქტის დეოკუპაციის ოპერაცია 30 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

მე-3 ცალკეული თავდასხმის ბრიგადის 1-ლი თავდასხმის ბატალიონის მეთაურმა, ვლადიმერ ფოკინმა ("ფოკა") განაცხადა, რომ დასახლებულ პუნქტ ნადიაზე კონტროლი შესაძლებელს ხდის მდინარე ჩორნი ჟერბეცის და რაიგოროდკასა და როდნიკოვიეს დასახლებების ეფექტურ საცეცხლე კონტროლის ქვეშ მოქცევას

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×