რეზონანსი
23.03.2025

ამოცანა გვაქვს არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება - საგარეო ვიზიტები, მათ შორის ერთიანი ფორმატით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს „ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება".

„ჩვენ ვთქვით, რომ მჭიდრო კოორდინაციის ფორმატი იქმნება, სადაც იქნება გარკვეული პრიორიტეტული მიმართულებები - ეს არის, რა თქმა უნდა, საგარეო მიმართულება. ჩვენი მთავარი ორი სტრატეგიული ამოცანაა, ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გამოშვება. ამის გარშემო სამუშაო პროცესი როგორ დაორგანიზდეს, ამაზე ვმუშაობთ პრაქტიკულად ყოველდღიურად და ძალიან ინტენსიურ რეჟიმში გადავდივართ.

ამოცანა გვაქვს არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება, აქ საგარეო ვიზიტები, მათ შორის ერთიანი ფორმატით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. პროტესტის განვითარება, თანამშრომლობა ყველა იმ ჯგუფთან, რომელიც პროტესტს აორგანიზებს და მხარდაჭერა, ზოგადად პროტესტის დინამიკა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება", - აღნიშნა ხოშტარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×