რეზონანსი
23.03.2025

მოუთმენლად ველი ჩემს სომეხ კოლეგასთან ერთად დღევანდელ ფეხბურთის მატჩზე დასწრებას, რომელიც ჩვენს ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ორივე ქვეყნის სურვილია, ხელი შეუწყონ როგორც სპორტული, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას.

„მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს. მოუთმენლად ველი ჩემს სომეხ კოლეგასთან ერთად დღევანდელ ფეხბურთის მატჩზე დასწრებას, რომელიც ჩვენს ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართება. ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ როგორც სპორტული, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×