რეზონანსი
23.03.2025

რომის პაპმა ფრანცისკემ ხუთკვირიანი მკურნალობის შემდეგ რომის „ჯემელის" საავადმყოფო დატოვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საავადმყოფოს დატოვებამდე რამდენიმე წუთით ადრე რომის პაპი აივნიდან გულშემატკივრების წინაშე საჯაროდ გამოჩნდა და მათ მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, 88 წლის რომის პაპი საავადმყოფოში 14 თებერვალს თავდაპირველად მძიმე რესპირატორული ინფექციით გადაიყვანეს, შემდგომში მას პოლიმიკრობული ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც ორივე ფილტვის პნევმონიაში გადაიზარდა. რომის პაპის ექიმებმა შაბათს განაცხადეს, რომ სრულად გამოჯანმრთელებას ჯერ კიდევ დიდი დრო დასჭირდება და რომ მას ვატიკანში კიდევ ორთვიანი დასვენება გამოუწერეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×