რეზონანსი
22.03.2025

მარჯანიშვილის მოედანზე „MEGOBARI აქტის“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, რომელიც შემდგომ მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნინო ევგენიძე აღნიშნავს, მარჯანიშვილის მოედანზე საზოგადოების შეკრება სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის 35-წლიან მეგობრობას ადასტურებს.

ამასთან, ევგენიძის შეფასებით, აშშ-ს წვლილი, რომ საქართველო ვითარდებოდა, იზრდებოდა და ყალიბდებოდა ძალიან დიდია.

როგორც ის აღნიშნავს, „MEGOBARI აქტის“ მიღება საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, რომ ეს შეკრება სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რადგან ამით დადასტურდება 35-წლიანი მეგობრობა და პარტნიორობა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს აკავშირებს. მათი წვლილი, რომ საქართველო ვითარდებოდა, იზრდებოდა და ყალიბდებოდა ძალიან დიდია. ამიტომ სენატში დაგეგმილი განხილვა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს მრავალწლიანი მხარდაჭერის გაგრძელებას ; ასევე ხაზგასმაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო აშშ-სთვის. ამ აქტის მიღება საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია",- განაცხადა ნინო ევგენიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×