რეზონანსი
22.03.2025

საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩის გამო, „დინამო არენას" მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 23 მარტის 14:00 საათიდან იმოქმედებს, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, მატჩამდე და მატჩის პერიოდში ნაწილობრივ ან საჭიროებიდან გამომდინარე სრულად დაიკეტება აკაკი წერეთლის გამზირი, გიორგი ცაბაძის, მაიაკოვსკის, ყიფიანის და მეტრეველის ქუჩები.

„გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, თამარ მეფის გამზირის, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩებზე.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები წერეთლის გამზირიდან დაუკავშირდებიან ქუთაისის ქუჩას, ვახუშტის ხიდით გადავლენ სააკაძის მოედანზე, გმირთა მოედანზე და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა მატჩის დასრულების შემდეგ აღდგება", - აცხადებენ მერიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×