რეზონანსი
22.03.2025

დაბა აბასთუმანში ავარია მოხდა. სავარაუდოდ, სამარშუტო ავტობუსს, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულები ახალციხის კლინიკა „იმედში" გადაიყვანეს.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის ინფორმაციით, დაშავებულთა ნაწილი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშიც გადაიყვანეს, თუმცა ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულება არ გვიდასტურებს.

კლინიკა „იმედის" განცხადებით, მათთან გადაყვანილია 11 დაშავებული. მათ ზედაპურული დაზიანებები აღენიშნებათ და უტარდებათ დამატებითი კვლევები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები ზარზმის აკადემიის მოსწავლეები არიან, თუმცა აკადემიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაციას არ გვიდასტურებენ.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×