რეზონანსი
21.03.2025

პარლამენტის წინ სამართალდამცველების მიერ დაკავებული სამი პირიდან, ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

გათავისუფლებულები საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტის სტუდენტები, თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია არიან. ხოლო მესამე პირი კვლავ დაკავებულია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სამივე პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული პირები პარლამენტის წინ კიბეზე, პატარა სკამების დადგმას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. მათივე განცხადებით, ერთი პირი კი ტაშის დაკვრის გამო დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×