რეზონანსი
18.03.2025

გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის გუნდს ქვეყანა დიქტატურისკენ მიჰყავთ.

„ის იმ გუნდის უბედური ლიდერია, რომელსაც ქვეყანა დიქტატურისკენ მიჰყავს. მაგრამ უკრაინა რუსეთი არ არის და ჩვენ არ დავუშვებთ უკრაინაში დიქტატურის დამყარებას. ეს არის დიდი განსხვავება“, - აღნიშნა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა.

პეტრო პოროშენკომ მისი პარტიის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს „თავისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმა“ უწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×