
საგანგებო სხდომა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" - ოპოზიციური პარტიის ლიდერები უკვე გაყიდულ ცენტრალურ ოფისში ერთ საათზე მეტია პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმყოფებიან.
პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ "უფრო მეტად უნდა კონცენტრირდნენ პარტიული ბრძოლის გაძლიერებაზე", თუმცა აცხადებს, რომ ერთიანობასა და კოორდინაციაზე პრობლემა არ აქვთ და მზად არიან თანამშრომლობისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ უკიდურსად უსამართლო იყო ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან, თავად პრეზიდენტი სააკაშვილის მოსაზრება იყო, რომ ჩვენ მონაწილეობას მივიღებდით, ნებისმიერ ძალისხმევაში, რომელიც ითვალისწინებდა მეტ ერთიანობას. ეს ერთიანობაც ვხედავ, რომ რაღაც უტოპიად იქცა, რადგან პრაქტიკული გამოხატულება მან ჯერ ვერ ნახა. ჩვენ მეტად უნდა ვკონცენტრირდეთ პარტიული ბრძოლის გაძლიერებაზე, რომ ჩვენც უფრო მძლავრად ვიყოთ, თუ ასეთი შეთანხმება იქნება", - ამბობს თინა ბოკუჩავა.
ლევან ხაბეიშვილი კი, სალომე ზურაბიშვილს ბოლო განცხადების გამო აკრიტიკებს:
ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი „მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასოდეს არ ყოფილა“.
მისი თქმით, ამზადებს „ძლიერ კოორდინაციას”, რომელიც უძლებს ყველაფერს, ხოლო „ყალბი გაერთიანება არის ყველაზე მოწყვლადი“.
ერთიანობასთან დაკავშირებით, არასდროს არანაირი პრობლემა არ გვქონია, თუმცა, ყველაფერს აქვს საზღვარი. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ერთიანობაზე და სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ერთიანობა შემოგდებული თემაა და დაქსაქსულობაა კარგი, ეს არ არის ნორმალური და უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს. ძალა არის ერთობაში, ამას ვინც ვერ გაიგებს, უდნა გვესმოდეს, რომ ის არის ივანიშვილის მაშველი რგოლი, მათ შორის იგივე ვითომ ოპოზიციური პარტია რომ აქვს გახარიას, ორი დღეა რომ არიან ოპოზიციაში. ჩვენ გვექნება მკაფიო გეგმა, ერთიანობაში ვისაც არ უნდა, და ვისაც უივანიშვილის წინააღმდეგ ერთიან ბრძოლაში არ უნდა, მათ ქართველმა ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.