რეზონანსი
18.03.2025

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც განიზრახავს, რომ თავის სამშობლოს ნებისმიერი ქმედებით უღალატოს, მან უნდა აგოს კანონის სრული სიმკაცრით პასუხი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ „სამშობლოს ღალატის" მუხლზე საუბრისას.

„ნიშანდობლივია ის, თუ რა პერიოდში მოხდა ამის [მუხლის] ამოღება საკანონმდებლო სივრციდან - ეს იყო აგვისტოს ომამდე. ამ ყველაფერზე პასუხი საზოგადოებისთვის ნათელია, რადგან კარგად ვნახეთ, თუ როგორ განვითარდა აქ [საქართველოში] ეს მოვლენები, რა მოვლენები უძღოდა წინ ამ ყველაფერს, ამ დამანგრეველ, ხუთდღიან ომს, შემდეგ რა რეზოლუციებს და დასკვნებს დაეთანხმა „ნაციონალური მოძრაობა". რატომ უნდა იყოს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოში ღალატის მუხლი, აქაც პასუხი არის ძალიან მარტივი - ნებისმიერი ადამიანი, რომელიც განიზრახავს, რომ თავის სამშობლოს ნებისმიერი ქმედებით უღალატოს, მან უნდა აგოს კანონის სრული სიმკაცრით პასუხი", - აღნიშნა კირცხალიამ.

ცვლილება შედის სისხლის სამართლის კოდექსში. კანონმდებლობაში ბრუნდება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ" 2007 წელს გააუქმა. კანონში მუხლის აღდგენის საკითხი, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×