რეზონანსი
16.03.2025

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა, სადაც მოტოციკლი ქვეითს შეეჯახა.

ადგილობრივთა ცნობით, ორივე მათგანი, მოტოციკლის მძღოლიც და ქვეითიც ადგილზე დაიღუპა.

დაღუპული ახალგაზრდა კაცი დათო აბულაძეა. 

„გლოვობს ჩემი ბათუმი გარდაიცვალა ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე დათო აბულაძე მიწამ როგორ უნდა მიგიღოს ღიმილის სიკეთის ბიჭი...

სიყვარულის, გვერდში დგომის და რა კარგი სიტყვაც მომხვდება პირზე ყველაფრის დაწერა შემიძლია, მარტო იმიტომ, რომ ეგეთი იყო...

გიზიარებთ ყველას ვინც იცნობდით თუ არ იცნობდით ამ სიყვარულის კაცის აღარ ყოფნას...“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×