რეზონანსი
13.03.2025

ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრება მიზნად ისახავს ნარკოტიკული საშუალებებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას და ადამიანების დახმარებას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს მედიასთან ისაუბრა.

„ამ მიმართულებით არსებობს გამოწვევები. გვინდა, ადამიანებს დავეხმაროთ, სწორედ ეს არის ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრების მიზანი. გვინდა ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციას, დავეხმაროთ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს, მხარში ამოვუდგეთ მათ და, ზოგადად, გვინდა შეიცვალოს საზოგადოებაში დამოკიდებულება ნარკოტიკებისადმი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მზად არის თუ არა თავად გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება, როგორც ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ მოუწოდა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, კახა კალაძემ განაცხადა: „ნებისმიერ დროს მზად ვარ, თუმცა, საბა ბუაძესთან დაკავშირებით მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×