რეზონანსი
19.02.2025

უკრაინას შეეძლო თავიდან აეცილებინა ომი და ჩვენ რომ ამას ვამბობდით, გვამუნათებდით, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტს.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ" სწორად განსაზღვრა მთავარი პრიორიტეტი, რაც „ამ ქვეყნის გადარჩენას მოემსახურებოდა".

„უკრაინას შეეძლო თავიდან აეცილებინა ომი და ჩვენ რომ ამას ვამბობდით, ამაზე თქვენ გვამუნათებდით, იმიტომ, რომ ომის კამპანიაში იყავით ჩართულები და საკუთარ და სხვის შვილებს ტყვიისთვის და სიკვდილისთვის იმეტებდით. დღესაც ასე აკეთებთ. დღეს თქვენი თითოეული ფრაზა, რომელიც ამ უბინძურესი და მდაბიო კამპანიის ნაწილია, ემსახურება საქართველოში ბავშვების და დიდების დახოცვას. საბოლოო მიზანი ეს არის. პერსონალურად თქვენ ეს შეიძლება ძალიან არ გინდოდეთ, მაგრამ ამის გაუთვითცნობიერებულობაც კი უდიდესი დანაშაულია, ჩემი აზრით", - მიმართა მდინარაძემ ჟურნალისტს.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არასდროს უნდა დაეწყო ომი.

„ვფიქრობ, რომ მაქვს ძალა, დავასრულო ეს ომი. დღეს გავიგონე: „აჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს". კარგი, სამი წელია იქ ხართ. სამი წლის განმავლობაში უნდა დაგესრულებინათ. არასდროს არ უნდა დაგეწყოთ ის. შეგეძლოთ გარიგება დაგედოთ", - აღნიშნა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×