რეზონანსი
18.02.2025

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გისოსებს მიღმა გამომწყვდეულ მზია ამაღლობელს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ყოფილი პრემიერი სოციალურ ქსელში წერს, რომ გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორმა არა მხოლოდ ქვეყანას, მთელს მსოფლიოს აჩვენა ძალა - სიმართლის, სიმტკიცის, შეუპოვრობის, საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის.

დღეს ექიმები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ალაპარაკდნენ, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, იმაზე რთულია, ვიდრე გვეუბნებიან.

მზია ამაღლობელმა არა მხოლოდ ქვეყანას, მთელს მსოფლიოს აჩვენა ძალა - სიმართლის, სიმტკიცის, შეუპოვრობის, საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის. მან ივანიშვილის მოძალადე ხელისუფლება სრულად გააშიშვლა ფლიდი მორალისგან.

მზია ამაღლობელი ამ ბრძოლაში ჩვენს ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება.

ამიტომ, მე როგორც მისმა ერთმა რიგითმა თანამოქალაქემ, მინდა მას ვთხოვო, შეწყვიტოს შიმშილობა”, - დაწერა გახარიამ სოციალურ ქსელში.

იგივე მოსაზრებისაა "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძეც, რომელმაც "ტვ პირველის" ეთერში ასეთი განცხადება გააკეთა:

"ძალიან ვნერვიულობთ ყველა. როგორც ჩანს, მძიმეა სიტუაცია. მორალდაკარგულია ხელისუფლება. რა უნდა გამოიძიოს ხელისუფლებამ, როდესაც ჟურნალისტს, ფაქტობრივად, ტყუილად ციხეში სვამ და მზად ხარ, რომ სიკვდილისთვის გაწირო. “ოცნებამ” ადამიანური ფაქტორები იმდენად დაკარგა, რომ მზად არის, სიკვდილისთვის გაწიროს. მზია არის ადამიანი, რომელიც სიმბოლო გახდა იმ ბრძოლის, რაც რეჟიმის წინააღმდეგ გვაქვს. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, ივანიშვილს, კობახიძეს. ვთხოვ მზიას, რომ შიმშილობის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება მიიღოს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი ნიკა მე­ლიაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ აუცილებელია მოშიმშილე ჟურნალისტი გადარჩეს:

„რე­ჟიმს მო­შიმ­ში­ლე ქალი პა­ტიმ­რის მოკ­ვლა აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, უკან და­ხე­ვის ეში­ნია, სი­სუს­ტის ჩვე­ნე­ბა ჰგო­ნია სი­ცო­ცხლი­სა და სი­მარ­თლის მხა­რეს ყოფ­ნა.

მზია ამაღ­ლო­ბე­ლი უნდა გა­დარ­ჩეს. უნდა გა­დარ­ჩეს მისი სი­ცო­ცხლე და მისი გა­უ­ტეხ­ლო­ბა!“ - დაწერა მელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×