რეზონანსი
17.02.2025

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი განცხადებით, ბავშვიც კი მიხვდება, რას ემსახურებოდა 2007 წლის აპრილში, სააკაშვილის მიერ სისხლის სამართლის კოდექსიდან ამ მუხლის ამოღება, ახლა კი, როცა წინა ხელისუფლების საცეცები ქვეყნის მტრობას აგრძელებენ, საქართველოს ხელისუფლებამ სამართლიანად მიიღო აღნიშნული მუხლის აღდგენის გადაწყვეტილება.

"მაშინ როცა მიხეილ სააკაშვილი სრულიად შეგნებულად, უცხოელი პატრონების დავალებით, თავის ბანდფორმირებასთან ერთად, ემზადებოდა 2008 წლის ომისთვის, 2007 წლის აპრილის თვეში სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღო სამშობლოს ღალატის მუხლი. პატარა ბავშვიც კი მიხვდება თუ რას ემსახურებოდა ამ უმძიმესი მუხლის ამოღება კოდექსიდან.

და აი დღეს, მაშინ როცა სააკაშვილის საცეცები აგრძელებენ ქვეყნის მტრობას და მისი დამოუკიდებლობის რღვევას, საქართველოს ხელისუფლება აპირებს ამ მუხლის აღდგენას, სრულიად სამართლიანად.

გილოცავთ ჩვენი, უკვე ნამდვილად სუვერენული ქვეყანა, პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამს." - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×