რეზონანსი
17.02.2025

აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი ავრცელებს იმ დაფინანსებების სიას, რომელთაც აჩერებს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სია ასეთია:

„1) 10 მილიონი დოლარი მოზამბიკში მამაკაცის ნებაყოფლობით სამედიცინო წინადაცვეთაზე; 2) 9,7 მილიონი კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში სამეწარმეო უნარების მქონე კამბოჯელი ახალგაზრდების კოჰორტის შესაქმნელად; 3) 2,3 მილიონი კამბოჯაში დამოუკიდებელი ხმების გასაძლიერებლად; 4) 32 მილიონი პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრს; 5) 40 მილიონი გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ცენტრისთვის; 6) 14 მილიონი სერბეთში სახელმწიფო შესყიდვების გასაუმჯობესებლად; 7) 486 მილიონი არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესის გაძლიერების კონსორციუმისთვის, მათ შორის, 22 მილიონი აშშ დოლარი ინკლუზიური და მონაწილეობითი პოლიტიკური პროცესისთვის მოლდოვაში და 21 მილიონი აშშ დოლარი ამომრჩეველთა აქტივობისთვის ინდოეთში; 8) 29 მილიონი ბანგლადეშში პოლიტიკური ლანდშაფტის გასაძლიერებლად; 9) 20 მილიონი ნეპალში ფისკალური ფედერალიზმისთვის; 10) 19 მილიონი ნეპალში ბიომრავალფეროვნების შესახებ საუბრებისთვის; 11) 1,5 მილიონი ლიბერიაში ამომრჩეველთა ნდობისთვის; 12) 14 მილიონი სოციალური ერთიანობისთვის მალიში; 13)  2,5 მილიონი სამხრეთ აფრიკაში ინკლუზიური დემოკრატიებისთვის; 14) 47 მილიონი დოლარი აზიაში სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად; 15) ორი მილიონი მდგრადი გადამუშავების მოდელების შემუშავებისთვის, რათა გაიზარდოს სოციალურ-ეკონომიკური ერთიანობა კოსოვოს ბოშების, აშკალებისა და ეგვიპტის მარგინალიზებულ თემებს შორის“, – აღნიშნულია აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×