რეზონანსი
16.02.2025

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ დაადასტურა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ორშაბათს ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტს გამართავს, რათა უკრაინაში მიმდინარე ომი და ევროპის უსაფრთხოება განიხილონ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"ის მოიწვევს ევროპის მთავარ ქვეყნებს, რათა განიხილონ ევროპული უსაფრთხოება", - განუცხადა ჟან-ნოელ ბარომ რადიო France Inter-ს და დასძინა, რომ შეხვედრა იქნება სამუშაო სესია და მისი "ზედმეტად დრამატიზირება" არ უნდა მოხდეს.

ამასთან, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა, რომელი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ შეხვედრაში მონაწილეობას.

Reuters-ი ექვს ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ პარიზში მიწვეულ ქვეყნებს შორის არიან გაერთიანებული სამეფო, გერმანია, პოლონეთი, იტალია, დანია, ასევე ევროკავშირის ხელმძღვანელობა და ნატო-ს გენერალური მდივანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×