რეზონანსი
15.02.2025

გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორმა, რომელიც 35-ე დღეა შიმშილობს,  სპეციალურად საპროტესტო აქციისთვის "ვივამედიდან" წერილი გამოაგზავნა. 

"ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა" - ნათქვამია მზია ამაღლობელის მიერ დაწერილ წერილში, რომელიც რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას ხელოვანებმა წაუკითხეს. 

არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. ჩემს მოცემულობაში ყველა შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება". - წერია მზია ამაღლობელის მიერ დაწერილ წერილში. 

შეგახსენებთ,  მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაული ედება ბრალად, კერძოდ პოლიციელისთვის ფიზიკური შეხებისთვის. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×