რეზონანსი
14.02.2025

ეს რეზოლუცია ჩემი აზრით, არის არაფრისმომცემი...რეზოლუციაში, სადაც არის ლაპარაკი სააკაშვილის ჰუმანური მოსაზრებით საზღვარგარეთ გადაყვანაზე - აქ დამთავრდა ყველაფერი - ამის შესახებ, ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.

"ეს რეზოლუცია ჩემი აზრით, არის არაფრისმომცემი. რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" არალეგიტიმურობა და ამაზე ხაზგასმა მნიშვნელოვანია, მაგრამ იქ არის ისეთი დეტალები, რომელიც მხოლოდ "ოცნების" პროპაგანდისთვის იქნება სასარგებლო. ვერ შეასრულებს ამას მთავრობები, ცალკეული ქვეყნები არ გააკეთებს იმას, რომ ამხელა სიაში ყველა დაასანქციროს. არც ერთი ქვეყნის მიმართ ასეთი რაღაც ევროკავშირს არ გაუკეთებია. ამხელა უკიდეგანო სიას რომ აძლევ, ამდენი დასანქცირებული არავის არ ჰყავს მსოფლიოში. რეზოლუციაში, სადაც არის ლაპარაკი სააკაშვილის ჰუმანური მოსაზრებით საზღვარგარეთ გადაყვანაზე - აქ დამთავრდა ყველაფერი. რა გახდა, რომ ეს თემა არ წამოწიონ, ეს თემა კონფრონტაციის შემომტანია,"- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×