რეზონანსი
13.02.2025

საქართველოს საპატრიარქო ჯვრის მონასტერთან მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მცხეთის ჯვრის მონასტერთან მიმართებაში დაფიქსირებული ფაქტი შეურაცხმყოფელია არა მარტო ეკლესიის, არამედ მთელი ქვეყნის მიმართ.

მათივე განცხადებით, სათანადო რეაგირების მიზნით საპატრიარქომ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

„გამოვთქვამთ გულისტკივილს იმ მკრეხელობის გამო, რაც ჩვენი გამორჩეული სიწმინდის, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, - მცხეთის ჯვრის მონასტერთან მიმართებაში ახლახან დაფიქსირდა. ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების (თუ მოქალაქის) შეურაცხმყოფელი ქმედება არა მარტო ეკლესიის, არამედ მთელი ქვეყნის მიმართ.

ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეს ადამიანი (თუ ადამიანები) ჯერ კიდევ არიან საქართველოში და იყო მოწოდებაც მათ მიმართ პირადი ანგარიშსწორების შესახებ, რაც დაუშვებელია.

შევნიშნავთ, რომ ფაქტების უტყუარობის დადგენის მიზნით და სათანადო რეაგირებისთვის წერილობით მივმართეთ შსს-ს“,- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×