რეზონანსი
13.02.2025

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სასტუმრო „შერატონ ბათუმთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორ განცხადებაშია აღნიშნული, „გიორგი გახარიაზე თავდასხმის ირგვლივ სიმართლის დადგენის ხელშეწყობის ნაცვლად, „შერატონ ბათუმი“ რეჟიმთან ერთად იმ აქტივისტებს დევნის, რომლებმაც თავდასხმაში და შემდგომ მტკიცებულებების განადგურება-გადამალვაში „შერატონ ბათუმის“ თანამონაწილეობა გააპროტესტეს“.

„სასტუმროს შეტყობინების საფუძველზე, რეჟიმმა „შერატონ ბათუმთან“ გამოხატული მშვიდობიანი პროტესტისთვის აქტივისტების დაბარება დაიწყო. „შერატონ ბათუმმა“, რომელსაც თავდასხმაზე პოლიცია არ გამოუძახია, მყისიერად მხოლოდ მაშინ იმოქმედა და გამოიძახა პოლიცია, როცა აქტივისტებმა მშვიდობიანად გააპროტესტეს სასტუმროს უკანონო ქმედებები.

საზოგადოებას შევახსენებთ, „შერატონ ბათუმმა“ ჯერ სასტუმროში შექმნა თავდასხმისთვის ხელსაყრელი ყველანაირი პირობა (პერსონალისგან დაცალა სასტუმროს ლობი და არ გამოიძახა პოლიცია), შემდეგ გაანადგურა შემთხვევის ადგილზე არსებული მატერიალური მტკიცებულებები და რეჟიმთან ურთიერთკოორდინაციით ხელი შეუწყო მთავარი მტკიცებულების – კამერების ჩანაწერების გადამალვას“, – ნათქვამია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×