რეზონანსი
13.02.2025

უკრაინის უმაღლესი რადის ფრაქცია „ევროპული სოლიდარობას“ დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნა დაბლოკეს, რის გამოც მუშაობის პროცესი შეჩერდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც პლენარულ სხდომათა დარბაზში უკრაინის ჰიმნი შესრულდა და წუთიერი დუმილით რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს, დეპუტატები სპიკერის ტრიბუნაზე ავიდნენ და პლაკატები გამოფინეს. პლაკატებზე ეწერა „უკრაინა რუსეთი არ არის“, „არა - პოლიტიკურ რეპრესიებს“, „არა - დიქტატურას“, „არა - ავტორიტარიზმს“, „იფიქრეთ გამარჯვებაზე, და არა არჩევნებზე“.

ამის შემდეგ რადის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა შესვენება გამოაცხადა. დეპუტატების განცხადებით, სხდომა დღეს აღარ განახლდება.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×