
გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების პროგნოზით, თებერვლის ბოლომდე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში, ჰაერის საშუალო ტემპერატურა, 7-8 გრადუსია მოსალოდნელი. ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება - 3 გრადუსამდე. კოლხეთის დაბლობზე, -5 გრადუსამდე.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ჰაერის საშუალო ტემპერატურა, მოსალოდნელია +2, +5 გრადუსი ქართლშიც და კახეთშიც. ცალკეულ დღეებში, მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება -7, -8 გრადუსამდე, მთაში მოსალოდნელია საშუალო ტემპერატურა +2 გრადუსი. ცალკეულ დღეებში, ბარში, + 19 გრადუსამდე დათბება.
17-დან 19 თებერვლამდე მთელ საქართველოში კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მოთოვს როგორც მთაში, ასევე ბარშიც.