რეზონანსი
12.02.2025

რუსეთის და სირიის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

სირიის მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ქვეყნის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარამ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ძლიერ სტრატეგიულ ურთიერთობას და სირიის ღიაობას ყველა მხარის მიმართ იმგვარად, რომელიც ემსახურება სირიელი ხალხის ინტერესებს და აძლიერებს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას სირიაში.

გავრცელებული ცნობით, ალ-შარამ ვლადიმერ პუტინთან ასევე გაცვალა მოსაზრებები სირიაში არსებულ ვითარებასა და ახალი სირიის მშენებლობის პოლიტიკურ საგზაო რუკაზე.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედიაც, რომლის თანახმად, რუსული მხრიდან, ფუნდამენტური პოზიცია იყო სირიის სახელმწიფოს ერთიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. გარდა ამისა, პუტინმა დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა, დაეხმაროს სირიაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს მის მცხოვრებლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×