რეზონანსი
12.02.2025

ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას, ხალხებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა დუბაიში, სადაც ანდორის ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, სფეროებად გათვალისწინებულია ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ტექნოლოგიები, მომსახურების სერვისების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საკითხების ურთიერთგაცვლა.

„ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობას, ხალხებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. სფეროებად გათვალისწინებულია ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ტექნოლოგიები, მომსახურების სერვისების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საკითხების ურთიერთგაცვლა.

მე დავპატიჟე შესაბამისი კოლეგა საქართველოში და უახლოეს პერიოდში ის ესტუმრება საქართველოს, სადაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა იუსტიციის სამინისტროს ქოლგის ქვეშ არსებულ სერვისებთან დაკავშირებით გავუზიაროთ ინფორმაცია და ასევე მათგან მივიღოთ ინფორმაცია და გამოცდილება“, - აღნიშნა მან.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა და ანდორის სამთავროს ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა მარკ როსელ სოლერმა. ხელმოწერის ღონისძიება დუბაიში, მსოფლიოს მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×