რეზონანსი
12.02.2025

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აქციებზე დაკავებული პატიმრების ოჯახის წევრებს შეხვდა - როგორც შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, უკანონოდ დაპატიმრებულებს არჩევნების შემდეგ უნდა დაუწესდეთ სტიპენდია და მიენიჭოთ პრიორიტეტები. 

მისივე თქმით, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანებისთვის, მათ შორის, საჯარო მომსახურეთათვის, რომლებმაც რეპრესიები საკუთარ თავზე გამოსცადეს, ფონდი უნდა შეიქმნას. 

ქართულო ოცნება” , რომელიც მშვიდობას გვპირდებოდა, თავის მოსახლეობას გამოუცხადა ომი და ვართ ომში. ესენი არიან ჩვენი “ახალგაზრდა ვეტერანები”, მაგრამ მართლა უნდა მივხედოთ მათ. ზოგს დავუწესოთ სტიპენდია, ვის მივცეთ პრიორიტეტი, როცა ლაპარაკი იქნება საჯარო სამსახურში დაბრუნება თუ შესვლა და ა.შ. ვიფიქრებთ რა ტიპის შეღავათები უნდა იყოს. ეს იქნება სოლიდარობის გამოაცხადა საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრისთვის. ეს არის მოსაზრება, რომელიც უკავშირდება ახალი ფონდის დაარსებას, რომელიც არ იქნება რომელიმე პოლიტიკური ფიგურების მიერ მართული, უფრო იქნება საზოგადოების მიერ მართული. საზოგადოებაში არის მოთხოვნა, რომ იყოს ერთი დიდი საზოგადოების ამსახველი ფონდი, რომელიც დაეხმარება პატიმრების და თავისუფლებისთვის მებრძოლ ოჯახებს. ასევე დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც დაჯარიმებულები არიან,ან დაჯარიმდებიან, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს საჯარო სექტორში არიან დასჯილები, დაკარგეს თავიანთი სამსახური, რადგან პროტესტი გამოხატეს”,- განაცხადა ზურაბიშვილმა

სალომე ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა დაკავებულ ჟურნალისტზე და თქვა, რომ "მზია ამაღლობელი გახდა ერთგავრად სახე ამ პროტესტის და სახე ყველა იმ პატიმრის, რომლებიც დღეს სასჯელს ელოდებიან". 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×