რეზონანსი
12.02.2025

საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე გამოძიება გრძელდება - რამდენიმე წუთის წინ მივიდა გენერალურ პროკურატურაში "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი. მისი განცხადებით, ის კონკრეტულ მტკიცებულებებს წარადგენს, რომლებიც მისი თქმით, ბოლო 13 წლის განმავლობაში 4 ოპოზიციური პარტიის დანაშაულებს ადასტურებს.

ნიკოლეიშვილი უკვე მესამე მოწმეა, რომელიც გამოძიების შეკითხვებს უპასუხებს. საქმე სწორედ "ნეიტრალური საქართველოს" საჩივრის საფუძველზე აღიძრა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი არის დასჯადი და განსაკუთრებით ბოლო წლებში, საზოგადოებამ ბევრი აღიარებითი ჩვენება იხილა საბოტაჟთან დაკავშირებით.

"ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი არის დასჯადი. განსაკუთრებით ბოლო წლებში, ვნახეთ ბევრი აღიარებითი ჩვენებები საბოტაჟთან დაკავშირებით. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ, სამწუხაროდ, ჰქონდა ადგილი ასეთ ქმედებებს, როდესაც აქაური ვაიპოლიტიკოსები და ზოგიერთი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ჩადიოდნენ ბრიუსელში თუ ვაშინგტონში, სხვადასხვა კავშირში და აშავებდნენ საქართველოს. მოუწოდებ საზოგადოებას, რომ აქ მეორე ფრონტის გახსნა და ბომბების ჩამოცვენა სჯობს, ვიდრე მშვიდობა იყოს, შესაბამისად, ბუნებრივია, უწყებები ამას პასუხს გასცემენ", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×