რეზონანსი
12.02.2025

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შესანიშნავი ურთიერთობები გვაკავშირებს,

ამან დამატებითი მოტივაცია შეგვიქმნა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე მონაწილეობისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების ტელევიზია - WAM-თან ინტერვიუში.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამიტზე დისკუსიები წარიმართა მსოფლიოს სამომავლო განვითარებაზე.

„პოლიტიკური ურთიერთობები შესანიშნავია. ძალიან კარგი ეკონომიკური თანამშრომლობაც გვაკავშირებს. სულ ახლახან მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტის განხორციელების თაობაზე, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს კავშირს ჩვენს ქვეყნებს შორის. თავად სამიტი ქმნის შესანიშნავ შესაძლებლობას მოსაზრებების გაცვლისთვის. აუდიტორიაც საინტერესოა და ბევრი აქტუალური საკითხი განიხილება. ინტერესი დიდი გვქონდა და სამიტის ორგანიზატორების მადლიერები ვართ შესანიშნავი მასპინძლობისთვის. ბევრი საკითხი იქნა განხილული, მათ შორის სამომავლო გეგმები, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების სამომავლო პერსპექტივები და არსებული გამოწვევები. რა თქმა უნდა, გამოწვევები დიდია, მაგრამ აუცილებელია გრძელვადიანი განვითარების დაგეგმვა, ზოგადად, მსოფლიოში.

სამიტზე დისკუსიები წარიმართა მსოფლიოს სამომავლო განვითარებაზე. საინტერესო იყო გამომსვლელების მოსმენა, რომლებიც მდიდარი გამოცდილების და სიღრმისეული ცოდნის საფუძველზე გვიზიარებდნენ საკუთარ ხედვას მსოფლიოს მომავალთან დაკავშირებით,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×