რეზონანსი
12.02.2025

სახელმწიფო დეპარტამენტის ხარჯების შემცირების მიზნით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მსოფლიოს მასშტაბით რიგი საკონსულოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების დახურვას განიხილავს. NBC News-სთან საუბარში წყაროები აღნიშნავენ, რომ დახურვის საფრთხე ემუქრება საკონსულოებს გერმანიასა და საფრანგეთში. სახელმწიფო დეპარტამენტმა მოითხოვა საკონსულოებისგან ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ.

შესაძლო დასახურთა ჩამონათვალშია საკონსულოები ევროპაში, კანადაში, მექსიკაში და წყნარი ოკეანის კუნძულებზე.

მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ ტრამპმა განიხილა საკონსულოების სია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

ზოგიერთი საკონსულო გადახედვის ქვეშ დააყენეს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა, რომლებსაც სთხოვეს, შეეფასებინათ მათი შესაბამისობა ტრამპის დღის წესრიგთან – „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×