რეზონანსი
11.02.2025

ბაკურიანი 2025, დღე მეორე - ქართველი სპორტსმენებისთვის კვლავ წარუმატებელი გამოდგა. გიგანტურ სლალომში ბიჭების მსგავსად, ვერც გოგო მოთხილამურეებმა შეძლეს შემდეგ ეტაპზე გადასვლა

ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის უკვე მეორე დღეა ბაკურიანში დიდი სანახაობა მიმდინარეობს. ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ მეჩვიდმეტე ოლიმპიადაზე დღეს სპორტის არაერთ სახეობაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით, გიგანტურ სლალომში, ორმა სპორტსმენმა ნელი უსტიმენკომ და ანასტასია მირიანაშვილმა იასპარეზეს.

სამთო მოთხილამურეებმა ტურნირზე 47-ე და 50-ე ადგილები დაიკავეს. შეჯიბრების გამარჯვებული შვეიცარიელი ლარა ბიანკი გახდა. აქამდე ამ დისციპლინაში საუკეთესო შედეგი ირაკლი ხერგიანმა დააფიქსირა. ქართველმა მოთხილამურემ შეჯიბრი 43-ე ადგილზე დაასრულა.

ხვალ ოლიმპიურ ფესტივალში კიდევ ერთი ქართველი ჩაერთვება. ინგა გურგენიძე ბათუმის ყინულის მოედანზე, ფიგურულ სრიალში პირველობისთვის იბრძოლებს.

ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 16 თებერვალს საზეიმოდ დაიხურება. ტურნირში 45 ქვეყნის 1000-მდე ათლეტი მონაწილეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×