
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ევროპა ვერ მისცემს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს ამერიკის გარეშე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გამოცემა „გარდიანთან" ინტერვიუში ისაუბრა.
ზელენსკის აზრით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თუ შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას, მხოლოდ ევროპა ამ დანაკლისს ვერ შეავსებს.
„ზოგიერთი ამბობს, რომ ევროპას შეუძლია უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება ამერიკელების გარეშე და მე ყოველთვის ვამბობ „არას". უსაფრთხოების გარანტიები ამერიკის გარეშე არ არის ნამდვილი უსაფრთხოების გარანტიები", - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუმცა სურს, რომ უკრაინამ ეს „ძალის პოზიციიდან" გააკეთოს.
ზელენსკის თქმით, ის შესთავაზებს ამერიკულ კომპანიებს ხელსაყრელ სარეკონსტრუქციო კონტრაქტებს და საინვესტიციო შეღავათებს.
„მათ, ვინც ეხმარებიან უკრაინის გადარჩენაში, ექნებათ შესაძლებლობა, განაახლონ ის თავიანთი ბიზნესით უკრაინულ ბიზნესთან ერთად. ყველა ამ საკითხზე მზად ვართ, დეტალურად განვიხილოთ", - აღნიშნა აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.