რეზონანსი
08.02.2025

„ოცნების ქალაქის“ მშენებლობის პროექტი ისტორიული მნიშვნელობისაა და აჩვენებს ხელისუფლების პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას სოციალური მიმართულებით, ადამიანებზე ზრუნვის მიმართულებით, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბათუმში გამართული პრეზენტაციის შემდეგ.

სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ადამიანებზე, მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა დღევანდელი ხელისუფლების მთავარი ნიშან-თვისებაა.

„ამდენად, ერთ-ერთი მასშტაბური და შთამბეჭდავი პროექტია, რომელიც ყველაზე კარგად წარმოაჩენს ამ დამოკიდებულებას“, - დასძინა სარჯველაძემ.

„ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება, - მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა. აშენდება 9-მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომლებშიც 1 077 ოჯახი მიიღებს ბინას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×