რეზონანსი
08.02.2025

ცნობილი გახდება, რომ 38 წლის გიორგი ფეიქრიშვილის მკვლელობაში ბრალდებული მერიის თანამშრომელი გიორგი ქურდოვანიძეა, რომელიც სამართალდამცველებმა გამთენიისას დააპატიმრეს და ამ ეტაპისთვის კახეთის სამხარეო პოლიციაშია გადაყვანილი.

შემთხვევა 7 თებერვალს, სოფელ ანთოკის შესასვლელთან, ე.წ. ქუჩური გარჩევის შედეგად მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ კაცმა გიორგი ფეიქრიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

სავარაუდოა, რომ გიორგი ქურდოვანიძე და გიორგი ფეიქრიშვილი ახლო მეგობრები იყვნენ და მათ შორის დაპირისპირებას წარსულშიც ჰქონდა ადგილი. საგარეჯოს მაცხოვრებლები მკვლელობის შესაძლო მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ.

„დაბლა მოხდა. ტრასიდან რომ შემოუხვევ. დაუსახლებელი ადგილია. საქეიფო ადგილი არ არის. ნაგავსაყრელები არიან. გასროლის ხმა არ გაგვიგია. ალბათ, სპეციალურად აიყვანეს. იქვე არის საქეიფო ადგილი. შეიძლება ნასვამები იყვნენ", - თქვა ადგილობრივმა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი ქურ­დო­ვა­ნი­ძე სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, ქო­ნე­ბის მარ­თვის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სია. და­კა­ვე­ბუ­ლი და მოკ­ლუ­ლი, 38 წლის გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×