რეზონანსი
07.02.2025

 ბრაზილიაში, ქალაქ სან პაულუში მცირე ზომის თვითმფრინავი ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე ჩამოვარდა და მანქანებს დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი" ავრცელებს.

სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა კიდევ ორი ადამიანი.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ შემთხვევის შედეგად ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულები არიან მოტოციკლისტი და ავტობუსის ერთი მგზავრი.

როგორც მედია წერს, შემთხვევა ადგილობრივი დროით დილით, 07:20 საათზე მოხდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×