რეზონანსი
06.02.2025

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე, ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე და კიდევ 9 პოლიციელი გამოჰკითხა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს. 

მზია ამაღლობელი 11 იანვარს  მას შემდეგ დააკავეს, რაც ამაღლობელმა დგებუაძეს სილა გააწნა. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. 

ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელმა დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში დასდო ბრალი. ის დღემდე არ არის დაზარალებულად ცნობილი. 

მზია ამაღლობელი 26 დღეა შიმშილობს, ამ დროისთვის ის კლინიკა "ვივამედშია" გადაყვანილი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×