რეზონანსი
06.02.2025

"ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დღეს და ხვალ კლინიკაში დარჩება.

ჩხაიძე ამბობს, რომ ჟურნალისტს დამატებითი კვლევები უნდა ჩაუტარდეს.

"ახლახან ვინახულე. არის მხნედ, უგრძელდება კვლევები, დაგვჭირდა კიდევ დამატებითი კვლევების ჩატარება და ასევე კონსულტირდება ამ კვლევის შედეგად ექიმების მიერ. რეკომენდაციებს ითვალისწინებს, მას აქვს უკვე დანიშნულება მიცემულ. დანიშნულება მიცემული. ეს დანიშნულება სრულდება, რაზეც თანხმობას აცხადებს. [კვლევები] ძირითადად უკავშირდება შიმშილის ეფექტს, რაც გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. რა თქმა უნდა, საგანგაშო მდგომარეობაა და ყოველთვის შეიძლება, გართულება იყოს. დღეს ჩვენთა დარჩება, სავარაუდოდ, ხვალაც დარჩება, რომ კიდევ გაგრძელდეს კვლევა და იყო კონტროლი ქვეშ. ამდენი ხნის შიმშილობის ეფექტი თავის ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე", - განაცხადა ჩხაიძემ, რომლის კომენტარსაც "ფორმულა" ავრცელებს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×